თუ ივლისის თბილისში გატარებას აპირებთ, მაშინ ამონაშვილის აკადემია გეპატიჟებათ ბედნიერ, ჰარმონიულ და რაც მთავარია ყველაზე მხიარულ ზაფხულზე ჩვენს ოფისში.
ივლისის თვეში ჩვენთან შეიკრიბება მრავალფეროვანი და ძალიან საინტერესო პატარა-დიდი ადამიანების ჯგუფები, რომლებიც კვირაში სამჯერ, 1.5 საათის განმავლობაში ერთმანეთთან მხიარულად და ნაყოფიერად გაატარებენ დროს. ამასთან ერთად მათ ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა ჩვენს მიერ შემუშავებულ მრავლისმომცველ პროგრამაში ჩაერთონ, რომელიც აერთიანებს ემოციების, თვითშეფასების და ბედნიერების ლაბორატორიის თემატიკას. თქვენს შვილებს ჩვენთან ელოდებათ თბილი, მზრუნველი და უპირობო სიყვარულით აღსავსე გარემო, ღიმილიანი სახეები, გამოცდილ ფსიქოლოგთა გუნდი, რომლებიც იზრუნებენ მათ შინაგან ჰარმონიაზე.
რას მოიცავს პროგრამა?
_
პროგრამა მოიცავს:
- ემოციებზე, მათ ამოცნობასა და გამოხატვაზე მუშაობას; როგორ მოქმედებს ემოციები ჩვენზე;
- საკუთარი თავის სწორად აღქმასა და დადებითი კუთხით წარმოჩენას;
- ჩვენი შესაძლებლობების უსაზღვროობას და მათ აღმოჩენას;
- ბედნიერების დეტალებში პოვნას და მადლიერების მნიშვნელობის გააზრებას;
- რეალობის სწორ აღქმას და ჩვენი ფიქრების მნიშვნელობას;
- ცხოვრებისეული სიძნელეების გადალახვას;
- უარყოფითი ფიქრებისგან განთავისუფლებას;
- მიზნების დასახვასა და მათი განხორციელების გზების ძიებას.
პროგრამის მიზნები მიღწეული იქნება სხვადასხვა გზებით, როგორიცაა:
- თემატური საუბრები;
- პრაქტიკული სამუშაოები - როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური;
- დებატები;
- ფილმებისა და ანიმაციების ჩვენება-განხილვა;
- საინტერესო წერილებისა და ამბების კითხვა-განხილვა ;
- ფსიქოლოგიური თამაშები და სავარჯიშოები;
- სხვადასხვა ქეისების განხილვა;
- ენერჯაიზერები და სხვა.
შეხვედრები ჩატარდება კვირაში სამჯერ - ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი.
კურსის ხანგრძლივობაა - 1 ივლისი - 26 ივლისი
კურსის საფასურია - 460 ლარი
დედმამიშვილებზე და ჩვენი აკადემიის წევრებზე მოქმედებს 10% ფასდაკლება
კურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით - 577 68 99 58
პროგრამა ეფუძნება ჰუმანური პედაგოგიკის საფუძვლებს და შემუშავებულია შალვა და პაატა ამონაშვილებთან ერთად.